ქუთაისი-თესალონიკი / თესალონიკი-ქუთაისი ავიაბილეთები

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-თესალონიკი?

თესალონიკი

ზოგადი აღწერა

თესალონიკი, რომელსაც ხშირად სალონიკად მოიხსენიებენ, საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქია მაკედონიის ისტორიულ რეგიონში, რომელიც ათენიდან 520 კილომეტრით არის დაშორებული. თერმაიკოს ყურეში გაშენებული ქალაქი თავისი ხანგრძლივი ისტორიითა და კოსმოპოლიტური ბუნებით მუდმივად იპყრობდა მოგზაურთა განსაკუთრებულ ყურადღებას.

გეოგრაფია და ისტორია

თესალონიკი ძვ.წ. 316 წელს დაარსდა და ალექსანდრე მაკედონელის ნახევარ-დის სახელს ატარებს. გადმოცემის თანახმად, წმინდა პეტრე მოციქულმა პირველად სწორედ აქ იქადაგა ქრისტიანობა. კონსტანტინოპოლის შემდეგ იგი ბიზანტიის იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და კულტურული ცენტრი იყო. მნიშვნელოვანი იყო ასევე ქალაქის ებრაული თემი, რომელიც ესპანეთიდან დასახლდა თესალონიკში და ქალაქის კულტურაზე თავისი გავლენა იქონია. 1913 წელს თესალონიკი თანამედროვე საბერძნეთის სახელმწიფოს ნაწილი გახდა.

ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ისტორიული საპორტო ქალაქი ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებითა და მთიანი რეგიონებით. იგი ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გემებს ბალკანეთთან აკავშირებს. ქალაქი 19.31 კვ. კმ-ზეა გადაჭიმული და 1.1 მილიონ მოსახლეს ითვლის.

ღირსშესანიშნაობები

თესალონიკი განსაკუთრებით საინტერესო ადგილია არქეოლოგიური გათხრებისა და ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის მოყვარულებისათვის. აქ მდებარეობს ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით დათარიღებული უძველესი ფორუმის არქეოლოგიური მოედანი, ასევე გალერიუს მაქსიმიანუსის სასახლეთა კომპლექსი.

ქალაქის ნაწილს დღემდე საზღვრავს ბიზანტიური კედლები, რომელიც გასანკუთრებულ ყურადღებას იწვევს. მნიშვნელოვანია ასევე ბიზანტიური სულიერი კულტურის ძეგლები, როგორიცაა არქეიროპოიეტოსისა და წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიები.

თურქ-ოსმალთა ბატონობის ხანამ თავისი კულტურული შტრიხები შეიტანა ქალაქის განვითარებაში. ასე იქცა ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მე-15 საუკუნის თეთრი კოშკი და სახელგანთქმული ჰამამები, თურქული აბანოები.

მუზეუმების მოყვარულებს ვურჩევთ დაათვალიერონ არქეოლოგიური მუზეუმი, ბიზანტიური კულტურის მუზეუმი, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და მრავალი სხვა. თესალონიკი კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია არა მარტო საბერძნეთში, არამედ მთელ ევროპაში.

ხელოვნების სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა თესალონიკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალი, რომელიც დამწყებ და გამოცდილ კინორეჟისორებს ავლენს სხვადასხვა კატეგორიაში. იგი 1960 წლიდან იმართება და სამხრეთ ევროპაში კინოსამყაროს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა.

აეროპორტი

თესალონიკთან წვდომა ძალიან მარტივია საბერძნეთის ნებისმიერი დიდი ქალაქიდან მატარებლის საშუალებით, თუმცა ქალაქს ასევე ემსახურება თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ცენტრიდან 16 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ყველაზე დიდი საოპერატორო კომპანია არის თესალონიკის ავიახაზები.





ბოლოს დამატებული

მირანდა

2023-12-06 12:23:30
ნამდვილად კარგი ფასებია, მადლობა ქუთაისის აეროპორტს და ვიზეარს!