ქუთაისი-მარსელი / მარსელი-ქუთაისი ავიაბილეთები

✈️ჩვენი მიღებული შემოსავლიდან ყოველ თვე 100$-ს გავათამაშებთ ერთ შემთხვევით მომხმარებელზე! ჩვენთან შედარებით დაბალი ან სტანდარტული ფასებია ბილეთებზე, გარდა ამისა შანსი ყოველთვე მოიგოთ 100$. დაჯავშნეთ ჩვენთან, ჩვენს წარმატებას თქვენც გიზიარებთ! 🌟

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-მარსელი?

მარსელი

ზოგადი აღწერა

მარსელი საფრანგეთის სამხრეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშენებული საპორტო ქალაქია, რომელიც გარდა თავისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ფუნქციისა, ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. პარიზისა და ლიონის შემდეგ, მარსელის ურბანული აგლომერაცია ყველაზე დიდია საფრანგეთში. იგი ტურისტებისთვის განსაკუთრებით ღია ქალაქი მეოცე საუკუნის ბოლოს გახდა. მარსელის პროვენსის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 25 წუთის გზაზე მდებარეობს.

გეოგრაფია და ისტორია

ქალაქი 241 კვ. კმ-ზეა გაშენებულია და მისი მოსახლეობა დაახლოებით 870 000 ადამიანს შეადგენს. იგი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე და საფრანგეთის ყველაზე ძველი ქალაქია. პირველი საპორტო დასახლება აქ ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში შეიქმნა, როცა ბერძნების მიერ ეს ადგილი მასალიად იწოდებოდა. თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპაში ცივილიზაციების დამაკავშირებელი ქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ფუნქცია, რომელიც ქალაქმა დღემდე შეინარჩუნა. ისტორიულად აქ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვადასხვა ხალხები გვერდიგვერდ თანაცხოვრობდნენ. საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის „ლა მარსელაზას“ დაბადების ადგილი სწორედ მარსელია.

ღირსშესანიშნაობები

მარსელის ტურიზმის მექა მისი ძველი პორტია, რომელიც ორიათასი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და დღეს კი რესტორნებითა და კაფეებით არის დამშვენებული. ტურისტებს აქვთ საშუალება ახლოს მდებარე პატარა კუნძულებზე ბორნებით გადაადგილდნენ.

ხმელათაშუაზღვისპირეთის მუზეუმი შედარებით თანამედროვე კულტურული და ისტორიული ხასიათის მუზეუმია, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციების კულტურულ არტეფაქტებს აერთიანებს.

სენ-ჟენის ციხე მარსელის ალბათ ყველაზე ღირსშესანიშნავი ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც ქალაქის ძველ პორტს გადმოჰყურებს. იგი ლუი XIV-მ ააშენა მე-17 საუკუნეში. ციხესიმაგრიდან ქალაქისა და ბოტანიკური ბაღების ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

აღსანიშნავია ასევე მარსელის მთავარი კათედრალი, რომელიც საფრანგეთში მე-19 საუკუნეში აშენებული ერთადერთი ტაძარია ნეო-რომანო-ბიზანტიურ სტილში და სხვადასხვა არქიტექტურულ მიმდინარეობას აერთიანებს. გამოყენებულია წითელი და მწვანე ქვები, თეთრი მარმარილო, რომელიც კათედრალს მთელ ევროპაში გასანკუთრებულ იერსახეს აძლევს.

კულტურა

შეუძლებელია, ამ ქალაქის ხსენებაზე, ალექსანდრე დიუმას უკვდავი რომანი „გრაფი მონტე-კრისტო“ არ გაგახსენდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს ხშირად ესპანეთის საპორტო ქალაქებს, ბარსელონასა და ვალენსიას ადარებენ, მაინც ამბობენ, რომ მარსელს „თავისი სული აქვს“. 2600 წლიანი ისტორია მარსელის იერსახეზე იკითხება, აქ შეხვდებით ბიზანტიური, ფრანგული თუ არაბული არქიტექტურის ძეგლებს, ხოლო ჭამისა და სმის მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე ელოდება. ამ რეგიონში ქვეყნის საუკეთესო ღვინის სახეობები მზადდება.

კლიმატი

ყველაზე ცივი თვე დეკემბერი და იანვარია, ზაფხულში ძირითადად ცხელი, მშრალი ამინდებია. ქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო დროს გპირდებათ.





ბოლოს დამატებული

ზეზვა

2023-12-06 12:26:45
გამარჯობა, პირდაპირი ფრენებია მარსელის მიმართულებით, თუ გადაჯდომით ხდება ფრენა ქუთაისიდან?