ქუთაისი-ლონდონი / ლონდონი-ქუთაისი ავიაბილეთები

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-ლონდონი?

ლონდონი

ზოგადი აღწერა

ლონდონი არა მარტო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ევროპის კონტინენტის, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაკონტინენტურ ევროპას მიეკუთვნება. თითქმის არც ერთ ქალაქს არ ჰქონია იმხელა გავლენა ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებზე, რამდენიც ლონდონს. იგი ბრიტანეთის უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტროპოლისია, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დანიშნულების ადგილია.

გეოგრაფია და მოკლე ისტორია

ლონდონი ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტემზაზეა, გაშენებული. ქალაქი იყოფა ცენტრალურ ნაწილად, ე.წ. სითი, და „დიდ ლონდონად“, რომელიც სამხრეთით და ჩრდილოეთით, ლონდონის ირგვლივ გარშემორტყმულ საგრაფოებს აერთიანებს. ლონდონი მასიურ 1572 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს. იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობისა და ფართობის მხრივ.

ლონდონს ორი ათასწლიანი წლიანი ისტორია გააჩნია. პირველი დასახლებები აქ ჯერ კიდევ რომის იმპერიის მმართველობის დროს პირველ საუკუნეში გაჩნდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის სტატუსი მან მხოლოდ მე-12 საუკუნეში მიიღო და მას შემდეგ, მრავალი დინასტიის ცვლილებისა და ომის მიუხედავად, შეუცვლელად და ამაყად ატარებს ამ ტიტულს.

ლონდონის დახასიათებისას ხშირად ამბობენ, რომ იგი იმხელაა, რომ ყველაფერი სულ მცირე ორი აქვს: ორი ქალაქი, ორი მერი, ორი კათედრალი, ორი ოპერის სახლი და ა.შ. სიმართლე არის ის, რომ ლონდონი პოლიცენტრული დედაქალაქია, რომელსაც არა ერთი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრი გააჩნია.

ღირსშესანიშნაობები

„ლონდონის თვალი“ ყოველთვის იყო ტურისტების ყურადღების ცენტრი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალია“, რომლის საშუალებით შეგიძლიათ ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედების დათვალიერება.

ლონდონის კოშკი არა მარტო ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასახლეა, რომელიც 900 წლიან ისტორიას ითვლის და დიდი ხანი სამეფო საპატიმრის ფუნქციასაც ასრულებდა.

წმინდა პავლეს კათედრალი ლონდონის უმთავრესი სულიერი კულტურის ძეგლი და ანგლიკანური ეკლესიის საჭეთმპყრობლის სატახტო ეკლესიაა, რომლის მშენებლობა მე-17 საუკუნეში დაიწყო და დღესაც ევროპული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

ტრაფალგარის მოედანი ლონდონის ცენტრალურ უბანში მდებარე მოედანია, რომლის სახელიც ტრაფალგარის ბრძოლას უკავშირდება. აქვეა ეროვნული გალერეა, რომელიც მსოფლიო ხელოვნების, ისტორიისა და კულტურის უიშვიათეს ექსპონატებს ინახავს.

აეროპორტი

ლონდონს ექვსი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რომელთაგან უდიდესია ჰითროუს, გეტვიკისა და სითი აეროპორტები. ჯამურად ექვსივე აეროპორტმა 2018 წელს 177 მილიონ მგზავრს უმასპინძლა.