ქუთაისი-ლარნაკა / ლარნაკა-ქუთაისი ავიაბილეთები

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-ლარნაკა?

ლარნაკა

ზოგადი აღწერა

ლარნაკა კვიპროსის კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე გაშენებული მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი და ტურისტული ცენტრია, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქია ქვეყანაში, ნიქოზიისა და ლიმასოლის შემდეგ. თანამედროვე ქალაქი აშენებულია ანტიკური დასახლების, სიტიუმის, ადგილას, რომელიც პირველად ძვ. წ. მე-13 საუკუნეში გაჩნდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლარნაკა იქცა საკურორტო ქალაქად, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია არა მარტო ტურიზმის, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

გეოგრაფია და ისტორია

2015 წლის მონაცემებით ლარნაკის მოსახლეობა 144 200 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად ამისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია კვიპროსში. საპორტო ქალაქი გაშენებულია 32.5 კვადრატულ კილომეტრზე.

ლარნაკის სანაპიროები განთქმულია ოქროსფერი ქვიშითა და პალმების ხეებით. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, იგი საქადაგებლად აქ ჩამოვიდა და ქალაქის ეპისკოპოსიც გახდა.

მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათ უმეტესობას ბერძენი და თურქი კვიპროსელები შეადგენენ. ოფიციალურ სალაპარაკო ენას წარმოადგენს თანამედროვე ბერძნული ენა, თუმცა ადგილობრივებს აქვთ მკვეთრად დამახასიათებელი კვიპროსული დიალექტი და აქცენტი.

ღირსშესანიშნაობები

ლარნაკის ეკონომიკა განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით იზრდება 1975 წლის შემდეგ, რომლის უდიდესი წილი სწორედ ტურისტულ სექტორზე მოდის.

რელიგიურ მომლოცველებსა და ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობს წმინდა ლაზარეს ეკლესია და ლარნაკის ეკლესიასტიკური მუზეუმი. ლაზარეს სხეული სწორედ ამ ეკლესიის ტერიტორიაზე განისვენებს. აღდგომამდე რვა დღით ადრე, წმინდა ლაზარეს დღეს, ლარნაკის ქუჩებში იმართება დიდი საეკლესიო მსვლელობა მისი ხატებით, რომელშიც ბევრი ადგილობრივი და უცხოელი მომლოცველი მონაწილეობს.

ფინიკის პალმის ხეების ბულვარი ლარნაკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა, რადგან თავი ნამდვილად ოაზისში გეგონებათ. სანაპიროს პარალელურად გაშენებულ ბულვარში შეხვდებით ადგილობრივი სამზარეულოსა თუ ე.წ. „ფასტ ფუდის“ რესტორნებს. აქ ხშირად იმართება ფესტივალები და კარნავალები, განსაკუთრებით, ზაფხულში.

ლარნაკის მარილიანი ტბა ალბათ ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავიდანვე გეგებებათ საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე. პრეისტორიული ხანის ტბას სეზონზე ფლამენგოების განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ჯგუფი სტუმრობს, რაც ულამაზეს ხედს ქმნის და ტურისტების დიდ რაოდენობას იზიდავს.

გარდა ამისა, ლარნაკა განთქმულია თავისი შუა საუკუნის სასახლეებით, ციხესიმაგრეებით, რესტორნებითა და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკული აკადემია, რომელიც აქ 1908 წლიდან ფუნქციონირებს.

აეროპორტი

გლაფკოს კლერიდესის სახელობის ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის მთავარი და უდიდესი აეროპორტია, რომელიც 1974 წლიდან მოქმედებს და ქალაქიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რაც დამატებით კომფორტს ქმნის დამსვენებლისათვის.





გაქვთ კითხვები?

დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!